კახა კალაძე - 400-მდე ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველყოფილი იქნება სახლებით - პირობას ვდებთ, რომ 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე

400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით - პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წელს საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 60 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ჩვენ არჩევნების დროს დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ეს ეხება უსახლკარო თბილისელებს, რომლებსაც არ აქვთ საცხოვრებელი სახლები. ჩემი და ჩემი გუნდის დაპირება იყო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ყველა დაპირებას პირნათლად ვასრულებთ და თანმიმდევრულად მივყვებით იმ გაწერილ პროგრამას და გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას.

დღეს 8 ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ სახლს და წელს რამდენიმე ათეული ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული მუნიციპალური საცხოვრისით, დაახლოებით 60 ოჯახი. პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე. ჩვენ ყველანაირ ხელშეწყობას ვაკეთებთ, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ოჯახებს, ვინც მართლა გაჭირვებულია, ვინც უსახლკაროობის პრობლემას მართლა განიცდის და არა კონკრეტულ დაჯგუფებებს, რომლებიც თაღლითურად იტაცებენ სახელმწიფო მიწებს, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და ყოველთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ დავიცავთ მიწებსაც, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოსაც, საზოგადოებასაც და ყველას. ჩვენი მოქმედებები არის კანონის ფარგლებში და ყველაზე მთავარი ეს არის სამართლიანობა. სამართლიანად ვუდგებით ყველას და ყველაფერს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო