კახა კალაძე - შევდივარ ყველას მდგომარეობაში, მაგრამ არ შეიძლება ტანსაცმელი, ყველი, ხორცი, ყველაფერი ერთად ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს - სივრცეებს, სადაც აკრძალულია ვაჭრობა, ვერ დავუშვებთ

თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ყველა გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში შედის, თუმცა აკრძალულ ტერიტორიებზე გარევაჭრობას ვერ დაუშვებს, ვინაიდან სხვა ადამიანებს დისკომფორტს უქმნის.

მისივე განცხადებით, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ, ბაზრობაზე საქმიანობის საშუალება ეძლევათ.

„გარემოვაჭრეების გადაყვანა მოხდა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავდეთ იმ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ძალიან კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ყველაფერს ვითვალისწინებ, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ამ საქმიანობის წარმოება, გარევაჭრობა დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნით სხვა ადამიანებს. არავინ არ გიშლით თქვენ ამ საქმიანობის გაწევას, არავინ არ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა მოხდეს. არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად - ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს. ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ძალიან კარგად გვეთანამშრომლნენ და შესაძლებლობა მოგვცეს​ გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო სივრცე და ამ ადამიანებს მისცემოდათ ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა. მათ აქვთ საშუალება თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემების გარეშე გააგრძელონ. სივრცეებს, სადაც აკრძალულია ვაჭრობა, ვერ დავუშვებთ. წესრიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას არ უნდა შევუშალოთ ხელი. ამისთვის არსებობს შესაბამისი სივრცეები, სადაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგეცემათ საშუალება თქვენი ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელოთ,“ - განაცხადა კალაძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა