ვლადიმერ პუტინი - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა

ვხედავთ, რამდენად რთულია საერთაშორისო ვითარება, რა საფრთხეებს ქმნის არსებული გამოწვევები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლის სისტემის შესუსტება ან ნატო-ს ბლოკის სამხედრო აქტივობა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც მან „სამშობლოს დაცვის დღესთან“ დაკავშირებით გაავრცელა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის მზად არის „პირდაპირი და გულწრფელი“ დიალოგისთვის, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მისთვის უპირობოა.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, ყველაზე რთული პრობლემების დიპლომატიურად გადაჭრის გზის გამოსაძებნად, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ფლოტის განვითარებას და გაუმჯობესებას", - დასძინა პუტინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს