ანსამბლი „რუსთავი“ დიდი საგასტროლო ტურნესთვის ემზადება

27 თებერვლიდან 15 მარტამდე, „რუსთავის“ მომღერლებისა და მოცეკვავეების გუნდი მუსიკოსებთან ერთად პოლონეთს ეწვევა და თერთმეტ კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლ „რუსთავის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი კონცერტი ვარშავაში გაიმართება. შემდეგ კი, „რუსთავის“ ჯგუფი პოლონეთის ყველა დიდ ქალაქს ეწვევა.მათ შორის ვროცლავში, ლუბლინში, ჩესტოკოვაში, კატოვიცეში, რჯეცლოვში, ოპოლეში, კრაკოვსა და ლოძში გაიმართება კონცერტები.

„რუსთავის“ მომღერლები და მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით, მუსიკოსების გუნდთან ერთად წარდგებიან და ყველა სიმღერა თუ საცეკვაო მელოდია „ცოცხლად“, ფონოგრამის გარეშე შესრულდება. პროგრამა ორ მოქმედებიანია და 26 მუსიკალური ნომერი შესრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს