რუმინეთის თავდაცვის მინისტრი - რუმინეთი უკრაინიდან ნახევარ მილიონამდე პოტენციური დევნილის მისაღებად ემზადება იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება

რუმინეთი ემზადება უკრაინიდან ნახევარ მილიონამდე პოტენციური დევნილის მისაღებად იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 500 000-ზე მეტი დევნილი, ეს არის ის რაოდენობა, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად", - აღნიშნა ვასილე დინკუმ.

მისი თქმით, გეგმა მომზადებულია ყველა დიდი ქალაქისთვის და საზღვრებთან ახლოს გამოყოფილია ტერიტორიები.

შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს პოლონეთმა განაცხადა, რომ მილიონამდე უკრაინელი მიგრანტის მისაღებად ემზადება. ათიათასობით დევნილის მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა უნგრეთმაც.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა