ანტონიო გუტერეში - როცა ერთი ქვეყნის ჯარისკაცები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე შედიან, ისინი სამშვიდობოები არ არიან

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებულია „სამშვიდობოს“ ცნების მნიშვნელობის არასწორად წარმოჩენის გამო.

„შეშფოთებული ვარ „სამშვიდობოს“ ცნების არასწორად წარმოჩენის გამო. ვამაყობ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მიღწევებით, რომლის დროსაც ბევრმა „ცისფერჩაფხუტიანმა“ შესწირა სიცოცხლე მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, თუმცა, როდესაც ერთი ქვეყნის ჯარისკაცები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე შედიან, ისინი მიუკერძოებელი სამშვიდობოები არ არიან. ისინი სამშვიდობოები სრულებით არ არიან,“ - აღნიშნა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, ე.წ. „სახალხო რესპუბლიკებში“ მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა "უზრუნველყონ მშვიდობა".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს