მიწის ფონდის შესწავლის და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით, 2021 წელს 130 ნიმუში გამოიკვლიეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის მიერ, 2021 წელს, საქართველოში ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ნიადაგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 ათას ჰექტარ ფართობზეა გამოკვლეული. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღებული და ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილია 130 ნიმუში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, შედგენილია ნიადაგის ხსნარის რეაქციის (pH), ხსნადი მარილების შემცველობის და ორგანული ნახშირბადის მარაგის ციფრული რუკები. ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით, შექმნილია საქართველოს ნიადაგების მიერ ნახშირბადის შებოჭვის პოტენციალის რუკები.

„ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2016 წლიდან ფუნქციონირებს. 2018 წლიდან კი, „ნადაგის ლაბორატორიების გლობალური ქსელის (GLOSOLAN)“ წევრია.

ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება ხდება. ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის საგრანტო პროექტებში, მათ შორის NASA-ს მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში, რომლის მიზანს, ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე, კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შესწავლა წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა