თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო. თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

23 თებერვალი 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილეებთან და აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად მიაგო პატივი.

„მინისტრმა იუნკერების გმირობის ისტორიები და მათი ღვაწლი გაიხსენა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო მუზეუმში წიგნის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) შეიარაღებული ძალები“ პრეზენტაციას დაესწრო. მოწვეულმა სტუმრებმა ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით აკადემიის ისტორიის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობაა წარმოდგენილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა