კახა კალაძე - დიღმის ჭალებში ქვა-ღორღის მოპოვება იყო უკანონო და ამაზე განცხადებაც გაკეთდა

დიღმის ჭალებში ქვა-ღორღის მოპოვება იყო უკანონო და ამაზე განცხადებაც გაკეთდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მოწყობა დაფინანსების მიღების შემდეგ დაიწყება.

„ეს იყო უკანონო, ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც გაკეთდა. რაც შეეხება დიღმის ჭალების ტერიტორიას, აქ მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, აშენდება პარკი, ამასთან დაკავშირებით პროექტი დამზადებულია და როდესაც დაფინანსებას მოვიპოვებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, კიდევ ერთი, ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე შეემატება დიღმის ჭალების სახით დედაქალაქს“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს