ლევან დავითაშვილმა მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაციის BYD წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაციის BYD - ის ევროპის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს ისბრანდ ჰოს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, კორპორაცია BYD , რომელიც მსოფლიოში ელექტრო ავტომობილების, ავტობუსებისა და ელექტრობატარეების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რეგიონში გაფართოებას გეგმავს და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ ლოკაციად საქართველოს განიხილავს.

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ლიბერალური ბიზნესგარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მან ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს მხარდაჭერისა და განვითარების სამთავრობო პროგრამები.

„BYD - ის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, განსაკუთრებით, ევროკავშირთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კორპორაცია BYD - თან შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა