ბორის ჯონსონი - გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს მომავალში, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„რუსეთის მხრიდან საფრთხის შემცველი ქცევის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს მომავალში, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს. ეს მოიცავს როგორც ლეტალურ სამხედრო დახმარებას, თავდაცვითი იარაღის სახით, ასევე არალეტალურ სამხედრო დახმარებას,“- განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, გუშინ გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს იმ რუს პარლამენტარებს, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას დაუჭირეს მხარი. სანქციები დაეკისრა ასევე 5 რუსულ ბანკს და სამ რუს ოლიგარქს. რუსეთმა სანქციებს "უკანონო" უწოდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი