გიგა ბოკერია - კახი კალაძისგან ვითხოვთ განმარტებას, რა სტანდარტს არღვევს "ევროპული საქართველო" და ყველა ის მოქალაქე, რომელიც ​რაგბის მატჩზე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშების გამოფენას აპირებს? -  თუ შარზე არ არიან

ქალაქის მერისგან, "ქართული ოცნების" ლიდერისგან და ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრისგან კახი კალაძისგან ვითხოვთ, განმარტებას და დაზუსტებას, რა სტანდარტს არღვევს "ევროპული საქართველო" და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინოს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე? - რომელ სტანდარტს არღვევს, თუ შარზე არ არიან, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვით სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს.

ბოკერიას შეფასებით, მატჩზე ეროვნული დროშების გამოფენა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ყველაზე ადეკვატური შესაძლებლობაა.

"გუშინ, "ევროპულმა საქართველომ" ინიციატივა გამოვთქვით, რომ საქართველო-რუსეთი რაგბის თამაშზე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სურვილი აქვს, გამოეფინათ საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშები, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ასევე, ვაპირებთ, რომ მოქალაქეებს დავურიგოთ და შევთავაზოთ დროშები მატჩის დაწყებამდე. ჩემი აზრით, ეს არის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ადეკვატური შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, დედაქალაქის მერის კახი კალაძის სრულიად აბსურდული განცხადება. მან მოგვიწოდა "ევროპულ საქართველოს", სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთო. პოლიტიკა არ ვიცი, რამდენად სწორი ტერმინია ამ კონტექსტში, როცა საუბარია ასეთ აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და იმ აგრესიაზე, რომელიც პუტინმა დააანონსა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც თქვა, რომ ის არ ცნობს სუვერენიტეტს არც ერთი იმ ქვეყნის, რომელიც მეზობელია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთისა.

მინდა ჰკითხოთ კალაძეს, ან მერიას, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ "ევროპული საქართველო" ამ მოწოდებით, რომ ეროვნული დროშები იყოს გამოფენილი სტადიონზე. ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ "უფრთხილდებიან" ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან.

ქალაქის მერისგან, "ქართული ოცნების" ლიდერისგან და ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრისგან კახი კალაძისგან ვითხოვთ, განმარტებას და დაზუსტებას რა სტანდარტს არღვევს "ევროპული საქართველო" და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინონ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე? - რომელ სტანდარტს არღვევს, თუ შარზე არ არიან?", - განაცხადა ბოკერიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს