„EU4Culture“ პროექტის ფარგლებში ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგის და შეფასების ჯგუფი შეიქმნა

ქუთაისის კულტურის სტრატეგიის „EU4Culture“-ის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ იყვნენ სტრატეგიის მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე მონიტორინგის ჯგუფში გაერთიანების მსურველებს გააცნეს მონიტორინგის ჯგუფის წევრების ფუნქციები და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული გეგმები.

"ქუთაისის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობას ვაგრძელებთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. უკვე გვქონდა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, ორგანიზაციებთან, კულტურის სფეროს ცალკეულ წარმომადგენლებთან. მათგან მიღებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე დავიწყეთ მუშაობა უშუალოდ სტრატეგიაზე.

ამასთანავე, შევქმენით მონიტორინგის ჯგუფიც, რომლის წევრებიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა