უკრაინული მედია - რადას შენობაში პოლიცია ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლეს რადაში ბომბის არსებობის შესახებ პოლიცია ინფორმაციას ამოწმებს.

პოლიციის ინფორმაციით, მათთან შევიდა ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში ბომბის არსებობის შესახებ.

პოლიციის პეჩორსკის სამმართველოში „უკრინფორმს“ განუცხადეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია რამდენიმე ობიექტის დანაღმვის შესახებ, რომელთა შორის დასახელებულია რადას შენობაც.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

კითხვაზე მოხდა თუ არა რადას შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაცია, პოლიციაში სააგენტოს არ უპასუხეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა