ლევან დავითაშვილმა კომპანია „ჩალიკ ენერჯისთან" ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების საკითხი განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქული კომპანიის „ჩალიკ ენერჯის" გენერალურ დირექტორ ონურ იუჩეკალთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან ქარის ელექტროსადგურის განვითარების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, აღნიშნული პროექტი ამჟამად მშენებლობის შესახებ შეთანხმების განხილვის სტადიაშია, რომლის დასრულების შემდეგაც ის მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი შიდა ქართლში განხორციელდება და მისი მშენებლობის ეტაპზე დაახლოებით 200 - მდე ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. სადგურის ამოქმედების შემდეგ, 20-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარება საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თანამშრომლობს კერძო სექტორთან მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელების მიმართულებით.

აგრეთე, ითქვა, რომ მხოლოდ 2021 წელს ხელი მოეწერა ქარის პროექტებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 286 მგვტ, ხოლო აღნიშნული სიმძლავრის საშუალებით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,144 მლნ. კვტ.სთ იქნება, ასევე ხელი მოეწერა მზის სადგურის განვითარების ხელშეკრულებებს, ჯამური სიმძლავრე 78 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 90 მლნ.კვტ სთ მდე.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ნიგოზას ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლში ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ აშენდება. მისი დადგმული სიმძლავრე - 50 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 195 მლნ.კვტ.სთ იქნება. პროექტის განხორციელება დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარი დაჯდება.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა