ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილი განგრძობითად ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოპყრობას - ჩვენი მოთხოვნაა, გადაიყვანონ იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სრული კურსის ჩატარების საშუალება ექნება

მიხეილ სააკაშვილი განგრძობითად ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოპყრობას. მასთან არ უშვებენ ექიმებს, მას არ აქვს ადეკვატური მკურნალობის საშუალება, მისი უსაფრთხოება არ არის დაცული - მისი საქართველოში მკურნლობა არის წარმოუდგენელი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოიძის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება და მნიშვნელოვანია მისი გაყვანა საზღვარგარეთ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებითვე, 5 მარტს 17:00 საათზე მათი შეკრება ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

„მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რაზეც მთელი მსოფლიო თანხმდება დღეს და რაზეც მგონი, საზოგადოების კონსენსუსია, - მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც იყო პირველ ანტიპუტინისტურ კამპანიაში და გვახსოვს 2008 წლის მოვლენები, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ცივილიზებული სამყაროსთვის, მათ შორის უკრაინისთვის, ჩვენი ძალიან ახლო მეგობარისთვის და სტრატეგიული პარტნიორისთვის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. საუბარი გვაქვს, რომ იგი განგრძობითად ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოპყრობას. მასთან არ უშვებენ ექიმებს, მას არ აქვს ადეკვატური მკურნალობის საშუალება, მისი უსაფრთხოება არ არის დაცული. შესაბამისად, ჩემი პოზიცია სულ ასეთი იყო, მაგრამ ახლა ეს არის ჩვენი ძალიან ღია პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნლობა არის წარმოუდგენელი. მას ამის საშუალებას არ მისცემს ის რეჟიმი, რომელიც არის. მათ შორის რეგიონში მიმდინარე და შექმნილი მოვლენების გამო, რასაც დღეს ვხედავთ, სრულიად ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია პუტინის წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ეს ჰუმანიტარული მისია განახორციელოს საქართველოს სახელმწიფომ, საზოგადოების სრული ჩართულობით და ჩვენი მოთხოვნაც არის ეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ იმ ადგილას, იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მას ექნება სრული კურსის ჩატარების საშუალება, რომ იგი გამოჯანმრთელდეს. შეგახსენებთ, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, არ აქვს მნიშვნელობა, დღეს საქართველოს ღირსების საკითხია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ ბრძოლა ერთი წუთით მაინც შეგვიწყვეტია, უფლებას ვიტოვებ, ამას არ დავეთანხმო. 5 მარტს, 5 საათზე ჩვენი შეკრება ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში ჰუმანიტური მიზნით, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა