გაეროში ბრიტანეთის ელჩი - თვეების განმავლობაში რუსეთს უკრაინის თავზე იარაღი ჰქონდა მიბჯენილი, ახლა პუტინს სასხლეტზე უდევს თითი

გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, ბარბარა ვუდვორდის განცხადებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი უზარმაზარ მსხვერპლსა და გამანადგურებელ ჰუმანიტარულ შედეგებს მოიტანს.

„თვეების განმავლობაში რუსეთს უკრაინის თავზე იარაღი ჰქონდა მიბჯენილი, ახლა პუტინს სასხლეტზე უდევს თითი,“- განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

„44 მილიონიან ქვეყანაში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი ორივე მხარეს უზარმაზარ ტანჯვასა და მსხვერპლს მოუტანს და დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. სხდომის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ დონბასში „სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო