ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო - რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები მაღალი რისკის ქვეშ არიან

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები „მაღალი რისკის“ ქვეშ არიან.

„ავიაოპერატორებს ვახსენებთ, რომ ეს არის აქტიური კონფლიქტის ზონა,“ - ნათქვამია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

ოპერატორებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და მოერიდონ საჰაერო სივრცის გამოყენებას „რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100 საზღვაო მილის“ მანძილზე.

„კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტები სამხედრო მოქმედებების სამიზნეა, რაც იწვევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. სახმელეთო და საჰაერო სადესანტო საბრძოლო სისტემების ფართო სპექტრის არსებობა და შესაძლო გამოყენება მაღალი რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო ავიარეისებს, ნებისმიერ სიმაღლეზე ფრენისას,“ - აცხადებენ უწყებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს