გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: არაგვისპირი, ბოდორნა, აგატი, კენჭაკლდე, ვარცლა, საცხავატლო, მიგრიაულები და მიმდებარე სოფლები.
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, საკრეჭაო, ალაჭანი, კახოიანები, ჯერვალიძეები და მიმდებარე სოფლები.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.