ოლაფ შოლცმა ვლადიმერ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ „გერმანია უკრაინის მიმართ სოლიდარულია“

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის და დაარწმუნა, რომ ამ რთულ დროს გერმანია უკრაინის მიმართ სოლიდარულია,“- აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. ვლადიმერ ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს