შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლეიენი - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები - რუსეთი ძირს უთხრის ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, გამოიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას,- ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, ძალის მსგავს გამოყენებასა და ძალადობას ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში.

„რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“,- ნათქვამია ევროპელი პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შარლ მიშელმა უკვე დაგეგმა ევროპული საბჭოს სხდომა უკრაინის კრიზისის განსახილველად და რუსეთის წინააღმდეგ პოტენციური სადამსჯელო ღონისძიებების განსახილველად.

„ჩვენ ვწუხვართ ადამიანური დანაკარგისა და ჰუმანიტარული სურთულეების გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან ჰქონდეთ დაუყოვნებელივი საგანგებო ჰუმანიტარული პასუხი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ევროკავშირის მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, მაშინ, როდესაც ისინი განიცდიან ამ კრიზისს, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენი პასუხი იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც დღეს შეიკრიბებიან,“- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა