იაპონიის პრემიერი - ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ აშშ-სთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან სწრაფი რეაგირებისთვის

რუსეთის შეჭრა არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს, - ასე აფასებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უკრაინაში, რუსეთის მიერ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს.

ფუმიო კიშიდას თქმით, რუსეთის ქმედება არის კრიტიკის საგანი. მისი თქმით, იაპონია სწრაფი რეაგირების მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდება.

„ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან სწრაფი რეაგირებისთვის“, - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, იაპონიამ რუსეთს მისი ქმედებების საპასუხოდ, სანქციები დაუწესა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო