უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალური ბრიფინგზე განაცხადა. ზელენსკიმ მოსახლეობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა იარაღს გადაცემს ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვის სურვილი ექნება.

„ეს დილა ისტორიაში შევიდა, თუმცა ეს ისტორია განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისა და რუსეთისთვის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას, რასაც არ უნდა იფიქრონ მოსკოვში. უკრაინელებისათვის დამოუკიდებლობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება უმაღლესი ღირებულებაა. დღეს დილით რუსეთი მზაკვრულად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურმა გერმანიამ გააკეთა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა