ალექსანდ ლუკაშენკო უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების მინსკში გამართვას სთავაზობს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების მინსკში გამართვა შესთავაზა.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, იმისთვის, რათა ვითარების ესკალაცია შეჩერდეს, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა აუცილებელია. თუმცა მან, ამასთანავე, განმატა, რომ მოსკოვი არასდროს დათანხმდება კიევთან მოლაპარაკებებს იქამდე, სანამ წინასწარ არ მოხდება განსახილველი საკითხების შეთანხმება.

ლუკაშენკომ განმარტა, რომ ეს საკითხები „რუსეთმა უკვე გაწერა ნატოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინისთვისაც“.

„იქ ორი - სამი საკითხია უკრაინისთვის. პირველი- უკრაინის დემილიტარიზაცია, ნატოში უკრაინის წევრობის არდაშვება და სამხედრო მოქმედებების შეჩერება დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას აფრთხილებდნენ დონბასის დაცვის მიზნით რუსეთის შესაძლო სპეცოპერაციის შესახებ.

ამასთანავე, რუსული მედიის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში.

„უახლოეს მომავალში ჩვენ გავაკეთებთ ისე, როგორც საჭირო იქნება ჩვენთვის და რუსეთისთვის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025