უკრაინის შეიარაღებული ძალები - ქალაქები სჩასტიე და მარიუპოლი დავიბრუნეთ - განადგურებულია მტრის სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე სჩასტიესა და მარიუპოლზე სრული კონტროლი აღადგინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით და უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, სადაც მოწინააღმდეგე მხარემ დანაკარგი განიცადა.

„ჩვენმა ძალებმა სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნეს ქალაქები მარიუპოლი და სჩასტიე. განადგურებულია მტრის სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

მათი ცნობით, რთული ვითარებაა ასევე ხერსონის მიმართულებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს