ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველთან და ქართველ მუსიკოსებთან ერთად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია-კონცერტს გამართავს

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სამხატვრო ხელმძღვანელთან ნიკოლოზ რაჭველთან და ქართველ მუსიკოსებთან ერთად უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მხარდასაჭერად დღეს, 17:00 საათზე აქციას გამართავს. ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აქციაში მონაწილეობას მომღერალი ნინო ქათამაძე მიიღებს და საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შესრულდება.

„დღეს 5 საათზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სარეპეტიციო სივრციდან უკრაინელი ხალხის, ჩვენი კოლეგების, მეგობრების და მათი სუვერენული სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოსახატავად შევასრულებთ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს. უკვე შემოგვიერთდა უკრაინელების უსაყვარლესი არტისტი ნინო ქათამაძე და ჩემს კოლეგებს შორის ვისაც ექნება დრო და სურვილი ამ პატარა, მაგრამ გულიან აქციას შემოუერთდეს შეუძლია გვეწვიოს აღმაშენებლის 182-ში (ყოფილი მუსკომედიის და ამჟამად საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა). მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინას!“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა