მამუკა ხაზარაძე - მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევაზე, ახლა ერთობის დროა - შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ ქართველ ხალხს შეგვიძლია ერთად დგომა ქვეყნისთვის და მეგობრებისთვის

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ ახლა ერთობის დროა. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

ახლა ერთობის დროა, ახლა ეროვნული ინტერესები ყველა პარტიაზე მაღლა დგას!

შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ ქართველ ხალხს შეგვიძლია ერთად დგომა ქვეყნისთვის და მეგობრებისთვის“,- წერს მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე თხოვნას ხელს მოაწერს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მუდამ მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა