იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახლა უკრაინაში ნატო-ს სამხედრო ძალები არ არიან წარმოდგენილი და ალიანსი უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას არ გეგმავს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახლა უკრაინაში არ არიან წარმოდგენილები ნატოს სამხედრო ძალები და ალიანსი არც გეგმავს უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა მისი პასუხისმგებლობა ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოების დაცვაა და ამ ვალდებულების შესრულების დემონსტრირებაა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს წარმომადგენლობის გადაწყვეტილების მიღება.

„უკრაინა არის ნატო-ს ღირებული პარტნიორი. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვეხმარებოდით უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში. დავეხმარეთ მათ შეექმნათ თანამედროვე შეიარაღებული ძალები, ვეხმარებოდით სამხედრო ძალების წვრთანასა და შესაბამის აღჭურვაში და შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა გზით გავაძლიერეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები. დავეხმარეთ მათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მაგრამ უკრაინაში არ არიან ნატო-ს სამხედროები და ჩვენ არ ვგეგმავთ ნატო-ს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ნატოს მოკავშირეების დაცვას. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას ნატოს მოკავშირეებისთვის და ამ ვალდებულების შესრულების დემონსტრირება მოვახდინეთ იმით, რომ ვზრდით ნატო-ს წარმომადგენლობას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს