პროფკავშირები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გმობს

როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება ამ ტიპის აგრესიას ვერ აჩერებს, ამიტომ ყველაზე ქმედითი ნაბიჯი ამ ეტაპზე, შესაძლოა სწორედ რუსი მოქალაქეების მხრიდან სწორი პოზიციის გამოხატვა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი პეტრიაშვილი უკრაინაში შექმნილ რთულ ვითარებას იზიარებს და აცხადებს, რომ რთულია იმ აგრესიასთან გამკლავება, რაც საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს განიცადა.

„როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება ამ ტიპის აგრესიას ვერ აჩერებს, ამიტომ ყველაზე ქმედითი ნაბიჯი ამ ეტაპზე, შესაძლოა სწორედ რუსი მოქალაქეების მხრიდან სწორი პოზიციის გამოხატვა იყოს. არ შეიძლება, 30-იანი წლების რიტორიკა და ღირებულებები ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა დადგეს. ეჭვგარეშეა, მიმდინარე მოვლენები ცივილიზებულ და განათლებულ რუს მოქალაქეებზე გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად უარყოფითად აისახება“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უკრაინული პროფკავშირების ხელმძღვანელ პირებსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს შორის კომუნიკაცია შედგა. მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მზად არის, უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეები ოჯახის წევრებთან ერთად, საცხოვრებელი ფართითა და დამატებითი პირობებით უზრუნველყოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს