ანონსი  25 თებერვალი

25 თებერვალს, 09:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის წევრები კოჯორში იუნკერების მემორიალს პატივს მიაგებენ.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

25 თებერვალს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშის „კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების

ქონებრივი რესტიტუციის და მოქალაქეობის დაბრუნების პროცესის სამართლებრივი ანალიზი“ ონლაინ პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციაზე დასასწრებად, ისარგებლეთ ბმულით:

https://us02web.zoom.us/j/88196983976

Meeting ID: 881 9698 3976

25 თებერვალს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები, კოჯორში მემორიალთან პატივს მიაგებენ იუნკრების ხსოვნას.

25 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ახალი პროდუქტის - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალის" პრეზენტაციას გამართავს.

მის.: შოთა რუსთაველის გამზ.#13

25 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იუნკერთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა გაიხსნება, ხოლო 11:30 საათზე, კოჯრის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში, ოკუპაციის მსხვერპლთა სახელზე მამა აარონი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

მის.: გიორგი კვინიტაძის ქუჩის მიმდებარედ.

საკონტაქტო: თამარ ხომერიკი - 595 093143

25 თებერვალს, 11:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის - „გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში" - ზეპირი მოსმენა გაიმართება.

25 თებერვალს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფი საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსმენას გამართავს.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

25 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინელების დახმარება - მათთვის სხვადასხვა სერვისის (კვება, სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა) უსასყიდლოდ შეთავაზების საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

25 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

25 თებერვალს, 14:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ პარლამენტის შესასვლელთან გამართავს აქცია-პერფომანსს - „მეგობარი არ უნდა მიატოვო“.

მის: რუსთაველის გამზ.8

საკონტაქტო: 599437403

25 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 თებერვალს, 14.40 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ბიბილოვის განცხადება.

მის: ბარნოვის #40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

25 თებერვალს, 15:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის - „გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში" - ზეპირი მოსმენა გაიმართება.

25 თებერვალს, 16.30 საათზე, პირველ ექსპერიმენტულ გიმნაზიასთან „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ნონიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ევროპული საქართველოს“ ღონისძიება უკრაინის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა