ნინო სუხიშვილი - დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ლუცკიდან და აპრილის თვემდე უკრაინაში ვყოფილიყავით, მაგრამ იძულებულები ვართ დავტოვოთ ქვეყანა

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილის ინფორმაციით, ნაციონალური ბალეტი უკრაინაში გასტროლებს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.

როგორც სუხიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ამ წუთებში დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში იმყოფებიან, საიდანაც პოლონეთის საზღვრამდე ავტობუსებით გადაინაცვლებენ.

"ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში, დასავლეთ უკრაინაში. დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში. მაგრამ გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც ჩაიდინა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ იძულებულები ვართ დავტოვოთ ქვეყანა. გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, სრული მობილიზაციაა, ვცდილობთ გადავიდეთ პოლონეთის საზღვარზე ავტობუსებით და ვეცდებით იქიდან გამოფრენას, იმედია მშვიდობიანად დაგიბრუნდებით. მადლობა ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, სამინისტროებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან და გვეხმარებიან მშვიდობიანად გამოვაღწიოთ ამ ტერიტორიიდან. მინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვუხატო უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან გვიყვარს, 17 წელია ამ ქვეყანაში დავდივართ და ძალიან ახლობელი გახდა ეს ხალხი“, - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა