უკრაინის საელჩოსთან მოქალაქემ პროტესტის ნიშნად რუსეთის პასპორტი დაწვა

უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქემ პროტესტის ნიშნად რუსეთის პასპორტი დაწვა. მან ამ ქმედებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა.

უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის მოქალაქეები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი უნდა შეჩერდეს. მათ მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: "არა ომს"; "შეჩერდეს პუტინის ომი"; "დიდება უკრაინას".

ამასთან, აქციის მონაწილეებმა საელჩოს შენობის წინ უკრაინის დროშა გაშალეს. ისმის უკრაინის მხარდამჭერი შეძახილები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა