მამუკა ხაზარაძე - მივმართავ პარლამენტარებს, მიიღონ გადაწყვეტილება, დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

მივმართავ პარლამენტარებს იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება, დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ასეთი ნაბიჯი გადადგა ბევრმა ქვეყანამ და ახლა საქართველოს ჯერია.

„დღეს, როდესაც უკრაინაში რუსეთის არმია თავის აგრესიას ახორციელებს, საქართველოში სხვადასხვა პირების, ტელეარხებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ მიმდინარეობს რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდა, რუსული რბილი ძალა აქ უკვე წლებია აქტიურად მუშაობს ჩვენი მოქალაქეების ტვინების გამორეცხვაზე და ამას ჩვენი მოქალაქეების ხელით ახორციელებს.

ხვალ პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის საგანგებო სხდომაა, მივმართავ პარლამენტარებს იმსჯელონ ამ საკითხზე და მიიღონ გადაწყვეტილება დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი ნაბიჯი გადადგა ბევრმა ქვეყანამ, ახლა ჩვენი ჯერია!“ , - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს