ვლადიმერ ზელენსკი - მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან - არავის გამოუვა აიძულოს უკრაინა, დათმოს თავისუფლება

არავის გამოუვა აიძულოს უკრაინა, დათმოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„მუდმივ კავშირში ვარ პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რუსეთმა უკვე დაიწყო პირველი სანქციების მიღება სანქციათა დიდი პაკეტიდან, რომლებიც გაცილებით ძლიერია მსოფლიო ისტორიაში. ვერავინ შეძლებს უკრაინის დარწმუნებას და იძულებას, უარი თქვას თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის სახელმწიფო ცდილობს ამის გაკეთებას მათი ქვეყნის პოტენციალის განადგურების ხარჯზე.

ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან საუბრის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ევროკავშირის დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი უკვე ახლოს არის.

„ვესაუბრე ემანუელ მაკრონს. ევროკავშირისგან დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი უკვე ახლოსაა. მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT -დან, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შემოღებას და სხვა ნაბიჯების გადადგმას აგრესორის შესაჩერებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო