„დიდი შვიდეული“ - ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა, მან საკუთარი თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა

ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა, მან საკუთარი თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

„ვგმობთ პრეზიდენტ პუტინს იმის გამო, რომ, ჩვენი მხრიდან არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, მუდმივად უარს აცხადებს დიპლომატიურ პროცესში ჩაერთოს ევროპული უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ერთიანები ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან, ევროკავშირთან და მათ წევრ ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და მტკიცედ გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა დღეს გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ, იაპონიის პრემიერმა კიშიდა ფუმიომ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრმა ბორის ჯონსონმა, ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა