თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას გმობს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას გმობს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება, ცივილიზებული სამყაროსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, უკრაინის გვერდით დგას და გმობს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას უკრაინაში. რუსეთის ეს ქმედება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამეორებაა.

გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისთვის, სტუდენტებისა და ჩვენი კოლეგების უსაფრთხოებისთვის!“

NS

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10-წლიანი პარტნიორობა გრძელდება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა
კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“