თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

აქცია-მსვლელობა 19:30 წუთზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, აქციის მონაწილეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეჩერდნენ, ხოლო საბოლოოდ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშა გაშალეს.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები და სოლიდარობის ნიშნად ისმოდა უკრაინის ეროვნული ჰიმნი.

აქციის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ.

აქცია-მსვლელობის ორგანიზატორი პარტია "დროა" იყო, თუმცა სოლიდარობის აქციას სხვა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფებიც შეუერთდნენ.

ამასთან, ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია