აკია ბარბაქაძე - პირველი დღე არის შოკის გაძლების დღე და ამას უკრაინამ თავი გაართვა - პუტინს საკუთარი სახელმწიფო ჰყავს აყვანილი მძევლად, ახლა კი მძევლად მთელი მსოფლიო აჰყავს

პირველი დღე არის შოკის გაძლების დღე და ამას უკრაინამ თავი გაართვა, - ასე შეაფასა თადარიგის პოლკოვნიკმა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა აკია ბარბაქაძემ უკრაინაში მიმდინარე პროცესები.

მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს დროის უკან გადახვევა და მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლა.

მისივე განცხადებით, პუტინს მძევლად ჰყავს აყვანილი საკუთარი ქვეყანა და სურს, რომ ასევე მძევლად აიყვანოს მთელი მსოფლიო.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობს, აკია ბარბაქაძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ატომური ელექტროსადგური დაკონსერვებულია და იქ საომარი მოქმედებების წარმოება აკრძალულია.

„პუტინი აშანტაჟებს დასავლეთს და ეუბნება, რომ „მე დამითმეთ ყველა, თორემ...“ ეს არის ადამიანი, რომელიც გამოსულია ლოგიკური ჩარჩოებიდან, მას უნდა დააბრუნოს დროში არარეალური მოთხოვნა, რაც ნიშნავს დროის უკან გადახვევას, მთელი მსოფლიოს 97 წლის მდგომარეობაზე დაყენებას, რაც არის შეუძლებელი, ამაზე ვერავინ დათანხმდება და ის ითხოვს მაქსიმუმს, რომ დაუტოვონ პოსტსაბჭოთა სივრცე პირად განკარგულებაში. ის არ იხევს უკან და ეს უკვე დეტალია, ჩერნობილის დაკონსერვებულ, ატომურ სადგურში, სადაც აკრძალული იყო საომარი მოქმედებების ჩატარება და ასევე ის ფორმა, რაც არის მძევლად აყვანა. ეს გასაკვირი არ არის მისი ფსიქო-პორტრეტიდან გამომდინარე. პუტინს საკუთარი სახელმწიფო ჰყავს აყვანილი მძევლად და ახლა, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო აჰყავს მძევლად, როდესაც ითხოვს მსოფლიო წესრიგის შეცვლას მის სასარგებლოდ.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური არის დაკონსერვებული და ეს, ფაქტობრივად, ატომური ბომბის აფეთქებას ნიშნავს. ეს მიწვდება ევროპას ან გააჩნია ქარი საითკენ იქნება, ანდა ეს შესაძლოა, მისწვდეს ბელარუსს და რუსეთს“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მისივე თქმით, შეტაკებების პირველ დღეს უკრაინამ კარგად გაართვა თავი.

„პირველი დღე არის შოკის გაძლების დღე და ამას უკრაინამ თავი გაართვა. სადმე ფრონტზე გარღვევა იქ არ მოხდა, ძირითადად იყო სარაკეტო ავიაციის მანევრი, წერტილოვანი დარტყმები და უკრაინამ ღირსეულად მიიღო ეს ბრძოლა. ახლა არის მნიშვნელოვანი შემდეგი ერთი კვირა“, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა