ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები "მაგიდაზეა"

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ პირდაპირი სანქციები ჯერ კიდევ „მაგიდაზეა“.

"ეს არ არის ბლეფი. ისინი ნამდვილად მაგიდაზეა", - აღნიშნა პრეზიდენტმა შესაბამის კითხვაზე.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს პუტინთან საუბარს მას შემდეგ, რაც დაასახელა ის ნაბიჯები, რომლებსაც აშშ დგამს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის ამოღება SWIFT-დან არ არის ის მიმართულება, რომლისკენაც დანარჩენ ევროპას სურს ამ მომენტში სვლა. ბაიდენის თქმით, რუსეთის ამოღება SWIFT-დან, მაღალი უსაფრთხოების ქსელიდან, რომელიც აკავშირებს ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს მთელს მსოფლიოში, „ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია“, თუმცა დასძინა „ამჟამად, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დაკავებაც დანარჩენ ევროპას სურს“.

"სანქციები, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ ყველა მათ ბანკზე, თანაბარი შედეგისაა, შესაძლოა უფრო მეტი შედეგის, ვიდრე SWIFT“, - აღმიშნა ბაიდენმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს