კანადის პრემიერ-მინისტრი გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და ახალ სანქციებს აცხადებს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ ტრუდომ ბრიფინგზე ისაუბრა.

”კანადა ცალსახად გმობს რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინის სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოზე”, - აღნიშნა მან.

ტრუდოს თქმით, „პრეზიდენტ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიისა და ადამიანების სიცოცხლის თავხედური უგულებელყოფა უზარმაზარ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და მშვიდობას მთელ მსოფლიოში“.

ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა აწესებს "მკაცრ სანქციებს", რომლებიც მოიცავს 58 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ელიტის წევრებს და მათი ოჯახის წევრებს.

„ჩვენ ასევე სანქციებს დავუწესებთ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და იუსტიციის მინისტრს“, - თქვა ტრუდომ.

გარდა ამისა, ტრუდოს თქმით, კანადა ყველა საექსპორტო ნებართვას უჩერებს რუსეთს და აუქმებს არსებულს.

"ეს სანქციები ფართომასშტაბიანია. ისინი სერიოზულ ხარჯებს დააკისრებენ თანამონაწილე რუსულ ელიტას და შეზღუდავენ პრეზიდენტ პუტინის შესაძლებლობას გააგრძელოს ამ გაუმართლებელი შეჭრის დაფინანსება“, -აღნიშნა თავის მიმართვაში ტრუდომ .

მან ასევე პუტინის ქმედებებს უწოდა, „ყველაზე დიდი საფრთხე ევროპის სტაბილურობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“ და განაცხად, რომ ის კონტაქტშია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან.

„მე ვუთხარი მას, რომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ ძლიერ მოქმედებას და ვაგრძელებთ მისი და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას“, - დასძინა ტრუდომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა