ვლადიმერ ზელენსკი - ღია კართან დიდი ხანი ვიცდით, ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ, პასუხი ვერ მოვისმინეთ - გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა, სწრაფი და კონკრეტული ქმედებები

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა გვერდში დაუდგეს უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.

"ევროპის ბედი უკრაინაშია წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, ის უფრო შორს წავა.აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, ჩამოერთვას მას აგრესიის გასაგრძელებლად საშუალება: გამორთეთ SWIFT-დან, დააწესეთ ემბარგო ნავთობით და გაზით ვაჭრობაზე, დაეხმარეთ უკრაინის ჯარს იარაღით და საბრძოლო მასალით.

ჩვენი ხალხი იღუპება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. ღია კართან დიდი ხანი ვიცდით. ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ - პასუხი ვერ მოვისმინეთ.

ახლა ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა, სწრაფი და კონკრეტული ქმედებები", - წერს ზელენსკი fACEBOOK-ზე.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა