უკრაინაში 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ

უკრაინაში, საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულების თანახმად, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.

“18-დან 60 წლამდე მამაკაცებს, უკრაინის მოქალაქეებს, უკრაინის საზღვრების დატოვება ეკრძალებათ. ეს რეგულაცია ძალაში იქნება საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის მოქმედების პერიოდში. ვთხოვთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. განკარგულების თანახმად, მობილიზაცია განხორციელდება დადგენილების ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო