ახალი ზელანდია რუსეთს სანქციებს უწესებს

ახალმა ზელანდიამ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა, რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის კი საქონლის ექსპორტი აკრძალა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მიიღეს.

ახალმა ზელანდიამ ასევე დროებით შეაჩერა ორმხრივი კონსულტაციები სამინისტროების დონეზე და მოუწოდა რუსეთს, კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.

„სწორედ აქ და ახლა ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ზომების მიღება. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი უხეშად უთხრის ძირს ჩვენს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“, - აღნიშნა არდერნმა.

მისივე თქმით, ახალი ზელანდიის მთავრობა უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას შესთავაზებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო