ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.
მორისონის განმარტებით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ ოლიგარქები, რომელთა „ეკონომიკური წონა მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა" და რუსეთის პარლამენტის 300-ზე მეტი წევრი, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის სასარგებლოდ ხმა მისცეს.
სკოტ მორისონმა ხაზი გაუსვა, რომ ავსტრალია ასევე მუშაობს შეერთებულ შტატებთან, იმისთვის, რომ შეათანხმოს სანქციები „აგრესიაში მონაწილე ბელარუსი მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგაც.“
მორისონმა ასევე დაადასტურა, რომ ავსტრალია თანამშრომლობს ნატო-სთან, იმითვის, რომ უკრაინელ ხალხს "არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა და სამედიცინო მარაგი“ მიაწოდოს.