ემანუელ მაკრონი მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი შეასრულოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლის როლი შეასრულოს.

„ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა, გამოვიჩინო ასეთი ინიციატივები, როცა ამას მოითხოვს უკრაინა“, - განაცხადა მაკრონმა ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგანგებო სამიტის შემდეგ.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინი „ორპირობაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ის და სხვა ევროპელი ლიდერები პუტინთან მინსკის შეთანხმებების განხორციელების დეტალებს განიხილავდნენ.

”ასე რომ, დიახ, ეს იყო ორპირობა. დიახ, იყო მიზანმიმართული, შეგნებული არჩევანი პრეზიდენტ პუტინის მიერ, დაეწყო ომი“, - აღნიშნა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ესაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სატელეფონო საუბარს დიდი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან „პრეზიდენტმა პუტინმა ომი აირჩია.“

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს