მევლუთ ჩავუშოღლუ - ანექსიისა და ომის წინააღმდეგი ვართ, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ - ჩვენ ამ ომში მონაწილე მხარე არ ვართ, არ ვართ ის მხარე, რომელიც რაიმე სახის კონფლიქტში ჩაერთვება

ანექსიისა და ომის წინააღმდეგები ვართ, აღიარების წინააღმდეგი ვართ, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენ ამ ომში მონაწილე მხარე არ ვართ, ჩვენ არ ვართ ის მხარე, რომელიც რაიმე სახის კონფლიქტში ჩაერთვება,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასასრულებლად, მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებენ.

„თურქეთის პოზიცია დასაწყისიდანვე ცნობილია - ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორივე ქვეყანასთან ვმეგობრობთ, ვითარების განსამუხტად ჩვენი ძალისხმევა ვაჩვენეთ.

ანექსიისა და ომის წინააღმდეგი ვართ, აღიარების წინააღმდეგი ვართ. უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვჭერთ. ჩვენ ამ ომში მონაწილე მხარე არ ვართ, ჩვენ არ ვართ ის მხარე, რომელიც რაიმე სახის კონფლიქტში ჩაერთვება. ჩვენ ჩვენს პრინციპულ პოზიციას დავიცავთ, რომელიც დაბალანსებულია და სამართლიანობასა და საერთაშორისო სამართლის დაცვას ემხრობა. სამხედრო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ,“- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მოთხოვნას გამოეხმაურა, ბოსფორისა და დარდენელის სრუტეებში რუსული სამხედრო გემები არ გაატარონ.

„უკრაინამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მონტროს შეთანხმების არსი ძალიან ღია და ცხადია - ომში, სადაც თურქეთი მხარე არ არის, ომში ჩართულ სხვა მხარეებთან დაკავშირებით გარკვეული ზომების მიღების შესაძლებლობა არსებობს. თურქეთს შეუძლია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში საბრძოლო გემების გატარება შეაჩეროს. პირველად იმას ვადგენთ, საომარი მდგომარეობა არსებობს თუ არა. მხოლოდ საომარი მდგომარეობის აღიარების შემდეგ, მონტროს შეთანხმების ფარგლებში ვკრძალავთ საომარი გემების გასვლას. მაგრამ რომც ავკრძალოთ, რუსეთს ასეთი უფლება აქვს - თუ გემები საკუთარ ბაზაზე დაბრუნებას მოითხოვენ, ისინი უნდა გავატაროთ,“- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე