საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას 300 მილიონ ევროს (336 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის მზადაა ქვეყანას მიაწოდოს სამხედრო ტექნიკა.
მაკრონმა დასძინა, რომ ევროკავშირის სანქციებს მოჰყვება საფრანგეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.