ირაკლი ღარიბაშვილი - პარლამენტში არ მივალ, მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის „ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს“.

„რა თქმა უნდა, არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ შეშფოთებით და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი და მეორე, უპასუხისმგებლობა, მავნებლობაა ის პოლიტიკა და ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. არაფრისმომცემი, ეს პირიქით, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს. ამაზე მინდა გითხართ, 2008 წლის ომში მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავგანწირვით ომობდნენ, მაშინდელი ხელისუფლება, კარგად გახსოვთ ყოფილი მთავარდსარდალი მიწაზე გართხმული აჩვენებდა მთელ მსოფლიოს თავის სამარცხვინო საქციელს, პარლამენტის წევრები კი საზღვარგარეთ გარბოდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად