სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, მზად არის გენოციდის ნებისმიერი აქტი და ომის დანაშაული გამოიძიოს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლიდან მოყოლებული ჩადენილია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, ის აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და მზად არის გამოიძიოს გენოციდის ნებისმიერი აქტი და ომის დანაშაული, რომელიც ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლიდან მოყოლებული.

„უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მწარმოებელ ყველა მხარეს შევახსენებ, რომ ჩემმა ოფისმა შეიძლება თავისი იურისდიქციის ფარგლებში გამოიძიოს გენოციდის ნებისმიერი აქტი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ომის დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნება უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლის 20 თებერვლიდან მოყოლებული. ჩემი ოფისი გააგრძელებს უკრაინაში არსებული ვითარების მონიტორინგს. მისი მანდატის დამოუკიდებლად და მიუკერძოვებლად განხორციელების ფარგლებში ოფისი რჩება სრულყოფილად ერთგული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა“, - განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად აჰმად ხანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო