თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

მისივე თქმით, 101 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, თუმცა გმირებს, რომლებმაც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე უპირობოდ გაწირეს, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.

„ქართველ იუნკერთა შემართება და თავგანწირვა, ქართველი ხალხის უდრეკი ხასიათის კიდევ ერთი მაგალითია. სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე თავისი ადგილი შეინარჩუნა. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების თავგანწირვა, თაობებისთვის მისაბაძი სიმამაცე დავიწყებას არასდროს მიეცემა. ჩვენ კი, მათი შთამომავლები ყოველთვის მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო